ჩემს შესახებ
მე ვარ სოფიო ტატიშვილი ფოტოგრაფი + გრაფიკული დიზიანერი
დავიბადე 1990 წლის 24 სექტემბერს და დღეს უკვე 34 წლის ვარ. მყავს ოჯახი, რომელიც ჩემი ცხოვრების მთავარი მუხტია – ოთხი ულამაზესი გოგონას დედა ვარ.
პროფესიით ტანსაცმლის დიზაინერი ვარ, თუმცა კარიერულად გრაფიკულ დიზაინს გავყევი და 2007 წლიდან აქტიურად ვმუშაობ ამ სფეროში. მიუხედავად ამისა, ფოტოგრაფია ყოველთვის ჩემი გატაცება იყო. პირველად 9 წლის ასაკში, მამაჩემმა მაჩუქა "ზენიტის" ფოტოაპარატი, და სწორედ მაშინ დაიწყო ჩემი სიყვარული ფოტოების გადაღების მიმართ.
ბავშვობის ეს გატაცება წლების განმავლობაში მეორე პლანზე გადაიწია – ოჯახი, ორსულობები და ბავშვები მთავარი პრიორიტეტი გახდა.
მაგრამ 4 წლის წინ, მეგობრების მხარდაჭერით, გადავწყვიტე ფოტოგრაფიაში პროფესიული ცოდნის მიღება. გავიარე სპეციალური კურსები, გავხსენი ჩემი Instagram პროფილი და მას შემდეგ აქტიურად ვმუშაობ.
ფოტოგრაფია ჩემთვის მხოლოდ პროფესია არ არის – ეს არის ჩემი გზა, აღმოვაჩინო ადამიანებში სილამაზე, ემოციები და ისტორიები. ფოტოსესიის დროს ვცდილობ, ჩემი ობიექტივით ჩავწვდე მათ შინაგან სამყაროს და დავაფიქსირო იმ მომენტები, რომლებიც სამუდამოდ დარჩება მათ მეხსიერებაში.
ყოველი ახალი სესია ჩემთვის ახალი გამოწვევაა და სწავლების საშუალება. ყველაზე მეტად ის მაბედნიერებს, როცა ვხედავ, როგორ ანათებენ ადამიანების თვალები იმ "სასწაული კადრის" ნახვისას, რომელიც მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ

